Logo

ურთიერ­თ­შეთანხმების მემო­რან­დუმის ხელმოწერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტს (IHME) შორის.

title

ქ.ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის 71-ე სხდომის ფარგლებში შედგა ურთიერ­თ­შეთანხმების მემო­რან­დუმის ხელმოწერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტს (IHME) შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომგებრეიესუსმა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის დირექტორმა კრისტოფერ მარმა. აღნიშნულ ცერემონიალში ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრი ბატონი დავით სერგეენკო, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ბატონი ვიქტორ დოლიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს მჭიდრო ურთიერთობა გააჩნია ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტთან, რაც 2014 წლის 1 ოქტომბერის ხელმოწერილი ურთიერ­თ­შეთანხმების მემო­რან­დუმით არის განსაზღვრული.

მემორანდუმით IHME და ცენტრი ერთობლივად მიზნად ისახავენ დაავადებების, ტრავმებისა და რისკფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობების მოსალოდნელი ტვირთის შეფასების სიზუსტის გაუმჯობესებას, რისთვისაც გამოყენება IHME-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე ავადობის გლობალური ტვირთის კვლევის მეთოდები. აღნიშნული თანამშრომლობის პროცესში ხდება ცოდნის, მონაცემებისა და საექსპერტო გამოცდილების გაზიარება, დაავადებების, ტრავმებისა და რისკფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობების მოსალოდნელი ტვირთის შეფასება ქვეყნისა და რეგიონების დონეზე.

მემორანდუმით განსაზღვრული აქტივობების ფარგლებში, ცენტრის მიერ განხორციელდა სტაციონარული დაწესებულებების ანგარიშგების და კიბოს რეგისტრის არსებული ბაზების მიწოდება.

განვლილ პერიოდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა მიერ განხორციელდა 18 სამეცნიერო ნაშრომის რეცენზირება, ცენტრის სპეციალისტთა თანაავტორობით ჟურნალში „The Lancet“ გამოქვეყნდა 9 სტატია.

თანამშრომლობის ფარგლებში, დკსჯეც-ის ორმა თანამშრომელმა გაიარა ტრენირება ავადობის გლობალური ტვირთის საკითხებში.