Logo

ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის ელექტრონული სისტემის WHONET სწავლება

title 2019 წლის 1 - 4 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მხარდაჭერით გაიმართა ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის ელექტრონული სისტემის WHONET სწავლება. სწავლებაში მონაწილეობას იღებენ ქვეყნის კლინიკების და ლაბორატორიების წარმომადგენლები. სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ამრ მონაცემთა სრულყოფილ შეგროვებას, მონაცემთა ანალიზს, ამრ ზედამხედველობის სისტემის მდგრადობას.