title
2021 წლის 17 ნოემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მსოფლიო ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სტუმრებს გააცნო ქვეყანაშ COVID-19-თან დაკაშირებული სიტუაცია, ისაუბრა იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობასა და პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ზომებზე.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ბ-ნმა სებასტიან მოლინეუსმა, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განვითარების რეგიონულმა დირექტორმა ქ-ნმა ფადია საადაჰმა და მაოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონის განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორის ხელმძღვანელმა ბ-ნმა აჰმეთ ლევენთ იენერმა ისაუბრეს მიმდინარე აქტივობებისა და მომავალი თანამშრომლობის თაობაზე.