Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექპერტთა ჯგუფის შეფასებითი მისიის ვიზიტი 08-10.05.2017

title


მიმდინარე წლის 8-10 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ვიზიტით იმყოფებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექპერტთა ჯგუფის შეფასებითი მისია , რომლის მიზანი იყო საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების დონის შეფასება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომავალი რეფორმირების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და  საქართველოს მხარდაჭერა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის  სამოქმედო პროგრამის შემუშავება.

ექსპერტთა მისიამ შეისწავლა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოწყობის და მისი ფუნქციონირების პრინციპები ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე, გაეცნო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონმდებლობის შემუშავების პროცედურებსა და მექანიზმებს (მაგ.: თამბაქოს კონტროლის, გადამდებ დაავადებათა მარეგულირებელი კანონმდებლობა სხვ.), იმსჯელა  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანური რესურსის განვითარების მიმართულებებზე.

ექსპერტთა მისიამ 8 მაისს მოინახულა ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრი და ლაბორატორია (LSS) ქ. გორში, გამართა შეხვედრები შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან  - ქალბატონ ნინო ბერძულთან და სამინისტროს ჯანმრთლობის დაცვის დეპარტამენტის უფროსთან, ასევე - გორის გამგეობაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

9-10 მაისს დკსჯ ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელშიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების, სამინისტროსა და ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა.

ექსპერტთა შეფასებითი მისია საშუალებას მოგვცემს გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაზისო, ოპერატიული  ფუნქციების გაძლიერებას, რაც თავის მხრივ მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებით საყოველთაო უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს და შესაბამისობაში იქნება „მდგრადი განვითარების 2030 წლისათვის სამოქმედო გეგმასთან“.