Logo

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა!

title

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება. საფუძველი ჩაეყარა 1972 წლის 15 დეკემბრს სტოკჰოლმში გამართულ კონფერენციაზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას. 
1974 წლის 5 ივნისიდან კი მსოფლიოს 143-ზე მეტ ქვეყანაში ეს დღე სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღინიშნება, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ გარემოზე ზრუნვა ყველა ჩვენთაგანის ვალია!
თანამედროვე ცივილიზაციისათვის გარემო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც უშუალოდ ზემოქმედებს საზოგადოების ჯანმრთელობაზე, განაპირობებს მოსახლეობის ავადობის დონის ზრდას, ორგანიზმის ლატენტურ დაზიანებას და 21-ე საუკუნის დღის წესრიგში რჩება აქტუალურ პრობლემად გლობალურ დონეზე.
2021 წლის მოწოდება ასეთია „ეკოსისტემის აღდგენა (Ecosystem Restoration)“.
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ,  გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში  საზოგადოების აქტიურ ჩართვას.