Logo

თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა 20.12.2019

title 2019 წლის 20 დეკემბერს, სასტუმრო ,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის - „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული, მონიტორინგის შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის, შემოსავლების სამსახურის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო აღმასრულებელი სტრუქტურების, დამოუკიდებელი მონიტორებისა და განსაკუთრებით წარმატებული დაწესებულების მხარდაჭერა. შეხვედრაზე მხარეებმა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვადასხვა მიდგომები, მონიტორინგის ძირითადი ინსტრუმენტები და არსებული გამოწვევები განიხილეს. დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერეონიალი.