title
წითელას აცრა უფასოა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი პირისათვის (მოქალაქეობის სტატუსის მიუხედავად), კერძოდ:
1. წითელას კომპონენტის შემცველი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული (ევროპული და ამერიკული წარმოების) ვაქცინები, რომლითაც იცრება მოსახლეობა შესყიდულია სახელმწიფოს მიერ და გადაეცა სამედიცინო დაწესებულებებს, რათა მათ უფასოდ მიაწოდონ მოსახლეობას;
2. აცრის მომსახურებაში, რაც სავალდებულოდ ითვალისწინებს ექიმის კონსულტაციას და ამცრელი მედდის მიერ უშუალოდ აცრის ჩატარებას, სამედიცინო დაწესებულებები დაფინანსებას იღებენ სახელმწიფოსგან და მოსახლეობისგან დამატებითი ანაზღაურება სამედიცინო დაწესებულებაში არ უნდა იქნას მოთხოვნილი;
3. აცრის მომსახურება უფასოა როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებისთვის, ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულთათვის და ნებისმიერი სხვა პირისათვის;
4. აცრის ჩატარება მოსახლეობას შეუძლია თავის პოლიკლინიკაში, ან ნებისმიერ პოლიკლინიკაში სადაც ტარდება გეგმიური და არაგეგმიური იმუნიზაცია, მიუხედავად იმისა არის თუ არა პიროვნება ამ პოლიკლინიკაში დარეგისტრირებული;
5. სამედიცინო დაწესებულებებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ თანხა წითელას აცრაში, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს. წითელას აცრა, რაც მოიცავს - ვაქცინის ღირებულებას, ექიმის კონსულტაციას, მედდის მიერ აცრის ჩატარებას, ჩატარებული აცრის ცნობის გაცემას, სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
აცრას ექვემდებარებიან:
➢ 1 წლიდან 19 წლამდე არასრულად აცრილი ან აუცრელი პირები - იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით(რომლებსაც გამოტოვებული აქვთ წითელას აცრა 1 და 5 წლის ასაკში);
➢ 19 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად (19 წლიდან 41 წლამდე ასაკის პირების აცრა სავალდებულოა, ხოლო 41 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი)
➢ წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ოჯახის წევრები და სხვა ორგანიზებული კონტაქტები - წითელას კომპონენტის შემცველი
ვაქცინის1 დოზით, იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად;
დამატებითი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ, დარეკოთ ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: 15-05; 116-001.