Logo

კიბოს მსოფლიო დღე - 4 თებერვალი, 2018

title

„ჩვენ შეგვიძლია... მე შემიძლია…“ 

კიბოს მსოფლიო დღის მიზანი 2016-2018 წლებში, რომელიც აღინიშნება სლოგანით -„ჩვენ შეგვიძლია, მე შემიძლია“, არის ადამიანთა ინფორმირება, თუ როგორ შეუძლია ყველას - ერთობლივად ან ინდივიდუალურად - შეიტანოს საკუთარი წვლილი კიბოს გლობალური ტვირთის შემცირებაში.

ისევე, როგორც კიბო ადამიანებზე განსხვავებულ გავლენას ახდენს, თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიიღოს განსხვავებული ზომები იმ ზემოქმედების შესამცირებლად, რომელიც კიბოს აქვს კერძო პირებზე, ოჯახებზე და საზოგადოებაზე.

კიბოს მსოფლიო დღე გაძლევთ შესაძლებლობას, რათა გაიაზროთ თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რა ვალდებულებები აიღოთ და რითი დაეხმაროთ სხვებს. რისი გაკეთებაც არ უნდა გადაწყვიტოთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ „მე შემიძლია, ჩვენ შეგვიძლია.“ მსგავსი ძალისხმევა აუცილებლად წარმატებული იქნება.

 

სამწლიანი კამპანიის ძირითადი გზავნილები:

ჩვენ შეგვიძლია

ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ ქმედებისკენ და ვიმოქმედოთ!

ჩვენ შეგვიძლია კიბოს პრევენცია

ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ სტიგმა

ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ჯანმრთელი გარემო

ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ონკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა

ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ონკოლოგიაში დახელოვნებული სამედიცინო პერსონალის ცოდნა და უნარები

ჩვენ შეგვიძლია ორგანიზაციების მობილიზება პროგრესის დასაჩქარებლად

ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ პოლიტიკა

ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში

ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი ქმედებები გამოვიყენოთ ზემოქმედების გაზრდის მიზნით 

 

მე შემიძლია

შემიძლია გავაკეთო არჩევანი ცხოვრების ჯანსაღი წესის სასარგებლოდ

შემიძლია გავიგო,რომ...

შემიძლია დახმარების თხოვნა

შემიძლია სხვების მხარდაჭერა

შემიძლია გავაკონტროლო ჩემი სიმსივნის დინამიკა

შემიძლია მიყვარდეს და ვუყვარდე

შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ

შემიძლია სამსახურში დაბრუნება

შემიძლია ჩემი ისტორიის გაზიარება

შემიძლია საუბარი, აზრის გამოთქმა