Logo

სემინარები თემაზე: "ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასებიდან მიღებული გაკვეთილები: კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგმა და ზუგდიდის გენერალური გეგმა".

title დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (twinning) პროექტის “ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 და 15 სექტემბერს გაიმართა სემინარები თემაზე: "ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასებიდან მიღებული გაკვეთილები: კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგმა და ზუგდიდის გენერალური გეგმა". სემინარებში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში საფრანგეთიდან და ფინეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რომელთაც საინტერესო და პროდუქტიული დისკუსიები გამართეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამისი საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.