Logo

ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 26-ე მუდმივმოქმედი კომიტეტის (SCRC) სხდომა და ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72–ე სესია

title

ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 26-ე  მუდმივმოქმედი კომიტეტის (SCRC) სხდომა და ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72–ე სესია (WHA 72)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე სამუშაო ვიზიტით ქ. ჟენევაში – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათაო ოფისში იმყოფება, სადაც 2019 წლის 18–19 მაისს ის მონაწილეობას იღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 26–ე მოწვევის მუდმივმოქმედი კომიტეტის მე–4 შეხვედრაში, ხოლო 20 მაისიდან –ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72–ე სესიის მუშაობაში, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ 18 მაისს ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორობის კანდიდატების მოსმენა და მათი საარჩევნო პლატფორმის განხილვა გაიმართა. რეგიონული დირექტორის პოზიციაზე საქართველოდან წარდგენილია ქალბატონი ნატა მენაბდე, რომელიც არჩევნებში 5 სხვა კანდიდტს შორის იყრის კენჭს.
#SCRC2019 #NCDC