Logo

2019 წლის 17 ნოემბერი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

title

2019 წლის 17 ნოემბერი საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფიო დღეა, მისი ძირითადი გზავნილია:

„სიცოცხლე არ არის ავტომობილის ნაწილი!“

საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატიკა საგზაო უსაფრთხოების ათწლეულით გათვალისწინებული გლობალური სამოქმედო გეგმის მესამე კომპონენტს - ტრანსპორტის უსაფრთხოებას ეფუძნება.

საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღე დიდი ბრიტანეთის ინიციატივით 1993 წლიდან აღინიშნება. 2005 წლის 26 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო №60/5 რეზოლუცია – მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ და ნოემბრის მესამე კვირა დღე, ოფიციალურად  საგაზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის  მსოფლიო დღედ აღიარა. 

 მიუხედავად, გლობალური ძალისხმევისა საგზაო შემთხვევებისა და ჰაერის დაბინძურების მიზეზით, ყოველწლიურად სიკვდილიანობის,   სერიოზული დაზიანებებისა და უნარშეზღუდულობის რიცხვი კრიტიკულად იზრდება.

 ძირითადი ფაქტები და თეზისები (WHO):

1.      საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმი მსოფლიოში სიკვდილიანობის და უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია:

Ø  ყოველწლიურად იღუპება 1.35 მილიონი ადამიანი

Ø  ყოველდღიურად 3700

Ø  ერთი ადამიანი ყოველ 24 წამში

Ø  სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია 5-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში

Ø  სიკვდილი აისბერგის მწვერვალია, ყოველწლიურად ათობით მილიონი ადამიანი შავდება, რაც უზარმაზარი ტვირთია ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემისთვის.

2.      საგზაო ტრავმატიზმი ასოცირდება უბედურ შემთხვევასთან და აღიქმება როგორც, შემთხვევითი, არაპროგნოზირებადი და არაპრევენტაბელური მოვლენა. სინამდვილელეში - არ არის უბედური შემთხვევა და მისი პრევენცია შესაძლებელია.

3.      საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომა: უსაფრთხო სიჩქარე, უსაფრთხო გზები, უსაფრთხო ტრანსპორტი, გზით მოსარგებლეთა უსაფრთხო ქცევა.

4.      უბედურ შემთხვევას ხელს უწყობს ადამიანის შეცდომებისკენ მიდრეკილება და  ტრავმების მიმართ სხეულის მოწყვლადობა. საგზაო უსაფრთხოებისადმი სისტემატური მიდგომა და დამატებითი ღონისძიებათა ერთობლიობა: უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებები, უსაფრთხო სიჩქარე, უსაფრთხო ქცევა, მძღოლების შეცდომების თავიდან არიდება, ამცირებს სიკვდილისა და სერიოზული დაზიანების რისკს. 

5.       ფატალური შედეგით დასრულებული  საგზაო შემთხვევების ნახევარი პირდაპირ კავშირშია ერთ ან რამდენიმე რისკ ფაქტორთან (სიჩქარის დარღვევა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ჩაფხუტების, უსაფრთხოების ღვედებისა და ბავშვის სამგზავრო სავარძლების არ გამოყენება).

Ø  არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის შესახებ კანონის მკაცრი დაცვა 20% -ით ამცირებს დაღუპულთა რაოდენობას

Ø  უსაფრთხოების ჩაფხუტების სწორად გამოყენება 65%-ით ამცირებს  საგზაო შემთხვევის ფატალურ შედეგს და 85% -ით თავის სერიოზული დაზიანების რისკს

Ø  ღვედების გამოყენება 45% -ით ამცირებს ფატალური დაზიანებების რისკს

Ø  ბავშვის სამგზავრო სავარძლის სწორად გამოყენება მინიმუმ 60%-ით ამცირებს ფატალური შედეგის რისკს

6.      გზით მოსარგებლეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია კანონმდებლობის მკაცრი აღსრულება. კანონმდებლობა აღსრულების გარეშე,  ფარატინა ფურცელია.

7.      გზით მოსარგებლეთა უსაფრთხო ქცევის უზრუნველსაყოფად მთავარია საგზაო უსაფრთხოების სფეროში ყოვლისმომცველი კანონმდებლობის არსებობა და მისი მკაცრი აღსრულება. პოლიციის მიერ შესაბამისი რეაგირების გარეშე, კანონი მხოლოდ ქაღალდად რჩება. ამრიგად, საჭიროა ისეთი სექტორების ერთობლივი მუშაობა, როგორიცაა იუსტიციის სამინისტრო, პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ტრანსპორტის სამინისტრო.

8.      პრობლემის მასშტაბი (როგორც ჰუმანიტარული, ისე ეკონომიკური გავლენის თვალსაზრისით), ისევე როგორც მისი თავიდან არიდების შესაძლებლობა, განსაზღვრავს საგზაო უსაფრთხოების საკითხების  მდგრადი განვითარების მიზნებში (SDG) ჩართვას.

Ø  SDG 3.6 - 2020 წლისთვის ავარიების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის 50%-ით შემცირება

Ø  SDG 11.2 - 2030 წლისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, ხელმისაწვდომი სატრანსპორტო სისტემების უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების გაზრდის ხარჯზე.

9.      2016 წელს ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად  80,000 ადამიანი დაიღუპა. ე.ი ევროპის რეგიონის გზებზე ყოველდღიურად 221  ადამიანი იღუპება.

10.   საგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული ეკონომიკური ზარალი დიდია. დადგენილია, რომ სოციალური ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 0.4% - 4.1% -ს შეადგენს.

 საგზაო ტრავმატიხმის არაკეთილსაიმედო საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი“ საქართველოსაც შეაქვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის  განმავლობაში რეგისტრირებულია 6452   ავტოსაგზაო   შემთხვევა,   დაიღუპა   459   და   დაშავდა   9047 ადამიანი. 2019   წლის   სამ კვარტალში  რეგისტრირებული 4273  ავტოსაგზაო შემთხვევიდან, დაიღუპა  337  და   დაშავდა 5884  ადამიანი.   2018  წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი იყო 4759 შემთხვევა,  342  დაღუპული და 6754 დაშავებული. საქართველოში  საგზაო  შემთხვევების  ძირითადი  მიზეზებია:  სიჩქარის   გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა და  ქვეითების არასწორი, საფრთხის შემცველი გადაადგილება.

საგზაო შემთხვევებით პირობადებული დაშავება, სიკვდილიანობა და ინვალიდობა უეცარი, და ტრაგიკული მოვლენაა, რომელსაც მსხვერპლთა ნათესავებისა და ახლობლების გრძელვადიანი და ზოგჯერ მუდმივი მწუხარება ახლავს.

საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღეს საზოგადოება პატივს მიაგებს  დაღუპულთა ხსოვნას,  უთანაგრძნობს  მათ ნათესავებსა და ახლობლებს და მადლიერებას გამოხატავს სამაშველო, სამედიცინო სამსახურებისა და პოლიციელების მიმართ. 

საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პრობლემის საჯაროდ აღიარების, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებისა და მსხვერპლთა დახმარების სტიმულირებისთვის.

„გახსოვდეს და იმოქმედე 2011-2020 ათწლეულის ფარგლებში!“

 https://we.tl/t-1xGcY0SCff

https://fevr.org/

http://roadsafetyngos.org/

https://www.sarahgroup.org/