Logo

კიბოს პოპულაციური რეგისტრის სამი წლის მონაცემების პირველადი ანალიზი 28.03.2018

title

2018 წლის 28 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა დარგის ექსპერტებთან, სადაც განხილული იყო კიბოს პოპულაციური რეგისტრის სამი წლის მონაცემების პირველადი ანალიზი და გაიმართა დისკუსია სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვერდრას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მაია ლაგვილავა, ცენტრის დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე, ონკოლოგები, ენდოკრინოლოგები, უროლოგები და სხვა დაინტერესებული პირები. 

2015 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში დანერგილია კიბოს პოპულაციური რეგისტრი, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ონკოლოგიურ დაავადებათა მონიტორინგი, რაც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს სრულყოფილი სურათი კიბოს ავადობის, ასაკობრივ–სქესობრივი თუ გეოგრაფიული გავრცელების მახასიათებლების შესახებ.