Logo

ბებიაქალთა საერთაშორისო დღე

title

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE

ბებიაქალთა საერთაშორისო დღე  ყოველი წლის 5 მაისს აღინიშნება. ეს დღე  დაარსდა 1991 წელს საერთაშორისო კონფედერაციის  მიერ  და მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ბებიაქალის მნიშვნელობაზე  და მის როლზე საზოგადოებაში.

წელს ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაციას (ICM) დაარსების დღიდან ერთი საუკუნე უსრულდება. სწორედ ამიტომ 2022 წლის ბებიაქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ თემაა „პროგრესის 100 წელი“.

ICM გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 140-ზე მეტ ბებიაქალთა ასოციაციას წარმოადგენს 120-ზე მეტ ქვეყანაში. ყველა ეს ორგანიზაცია კი 1 მილიონზე მეტ ბებიაქალს აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით.

მშობიარობის დროს ქალებზე ზრუნვის გარდა, ბებიაქალებს უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ. ანტენატალურ, ინტრანატალურ და პოსტნატალურ მოვლასთან ერთად ისინი მონაწილეობენ ოჯახის დაგეგმვის სერვისების მიწოდებასა და ძუძუსა და საშვილოსნო ყელის სკრინინგის ჩატარებაში. საჭიროების შემთხვევაში, მათ ასევე შეუძლიათ განახორციელონ ბაზისური გადაუდებელი სამეანო დახმარება. კონსულტაციისა და ინფორმაციის საშუალებით შეუძლიათ ხელი შეუწყონ ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრევენციას, მხარი დაუჭირონ გენდერული ძალადობისგან დაზარალებულებს და უზრუნველყონ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები მოზარდებისთვის.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), ICM-ის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიში, რომელიც ეხება მსოფლიოს ბებიაქალთა მდგომარეობას,  გვამცნობს,  რომ თუკი მთავრობები ინვესტიციას ჩადებენ ბებიაქალთა საქმიანობაში, 2035 წლისთვის, ყოველწლიურად შესაძლებელია 4.3 მილიონი სიცოცხლის შენარჩუნება დედათა და ნეონატალური  სიკვდილიანობის, ასევე მკვდრადშობადობის შემცირების გზით.

 

რატომ არის საჭირო ინვესტიცია?

ბებიაქალებს შეუძლიათ დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემთხვევების 65%-ის  პრევენცია. გარდა ამისა, შეუძლიათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებების 90 პროცენტზე მეტის დაკმაყოფილება. მიუხედავად ამისა, ბებიაქალთა გლობალური დეფიციტია. მსოფლიოში, მხოლოდ 900 000 ბებიაქალია.

ბებიაქალთა წვლილი 2030 წლის მდგრადი განვითარების იმ მიზნების მიღწევაში, როგორიც არის დედათა სიკვდილიანობის შემცირება, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და საყოველთაო ჯანდაცვის უნივერსალური ხელმისაწვდომობა, შეუფასებელია. ბებიაქალები აძლიერებდნენ პირველადი ჯანდაცვის სისტემებს ათწლეულების მანძილზე და მომავალ ათწლეულების განმავლობაშიც  მათი როლი ყოველთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.

საქართველოში ბებიაქალთა რაოდენობა 10 000 მოსახლეზე - 1.4-ია. მეზობელ ქვეყნების, უკრაინის, თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით საქართველოს ბებიაქალთა რაოდენობის მაჩვენებელი 3.5 ჯერ მცირეა.


 

ქვეყნები

ბებიაქალთა რაოდენობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე

გერმანია

2.99

საფრანგეთი

3.52

დიდი ბრიტანეთი

6.59

იტალია

2.67

ბელგია

11.71

შვეიცარია

3.23

ამერიკის შეერთებული შტატები

0.66

უკრაინა

3.7

თურქეთი

6.75

საქართველო

1.36

სომხეთი

4.02

აზერბაიჯანი

4.99

 

1.       https://idm2022.com/ ; https://www.unfpa.org/events/international-day-midwife

2.       https://www.unfpa.org/sowmy