Logo

ვაქცინაციის მარათონი გურჯაანში 2021

title 2021 წლის 20 ნოემბერს ქ.გურჯაანში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა. სტუმრებს ადგილზე მიეცათ შესაძლებლობა, COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩართულიყვნენ და აცრა "პფაიზერის", "სინოფარმის" ან "სინოვაკის" ვაქცინით გაეკეთებინათ.

გურჯაანში ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელმაც მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„დაახლოებით 30 პროცენტია გურჯაანის მოსახლეობის აცრილი, მოზრდილი მყავს მხედველობაში, გვინდა 60%-იან მაჩვენებელზე გავიდეთ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს. მოგეხსენებათ, სოფლის ექიმები კიდევ ერთხელ გადამზადდნენ. მადლობელი ვარ "კახეთი იონი"-ს კლინიკის, რომელიც ეხმარება სოფლის ექიმებს, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს ვაქცინაციის პროცესი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ღონისძიებაზე სტუმრებს ასევე, სიტყვით მიმართა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა.

გურჯაანში ვიზიტის ფარგლებში ბატონმა ამირანმა მოინახულა ,,კახეთი იონი", ,,ნიუ ჰოსპტალი" და ადგილობრიი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და შეხვდა თანამძშრომლებს.

ღონისძიების მიმდინარეობისას ვაქცინირებული მოქალაქეები სხვადასხვა ვაუჩერით დასაჩუქრდნენ, ასევე უფასოდ ისარგებლეს იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფების მომსახურებით.