Logo

13 ოქტომბერი - თრომბოზის მსოფლიო დღეა: იცოდე თრომბოზის შესახებ

title

თრომბოზის მსოფლიო დღე 2014 წლიდან აღინიშნება. მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი ამ სისხლძარღვოვანი დაზიანების შედეგად იღუპება. 70 წლის და უფროსი ასაკის პირებში მისი სიხშირის მაჩვენებელი 2-დან 7-მდე მერყეობს. აღნიშნული კლინიკური მდგომარეობის ახალი შემთხვევების სიხშირე სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით დაბალია ჩინელებსა და კორეელებში.
ვენური თრომბოემბოლია ხშირად ჰოსპიტალიზაციის მიზეზია. ინვალიდობის შედეგად დაკარგული წლების მაჩვენებლის (DALYs) მიხედვით, ის წამყვანია დაბალი
და საშუალო შემოსავლების ქვეყნების მოსახლეობაში, ხოლო მაღალ-შემოსავლიან ქვეყნებში - მეორე ადგილს იკავებს.
ყოველწლიურად თრომბოემბოლიით გამოწვეული დანაკარგი აღემატება აივ ინფექცია-შიდსით, ძუძუს კიბოთი და ავტოკატასტროფების შედეგად არსებულ ერთიან დანაკარგს. 
თრომბოზის საფუძველი სისხლის შედედების შედეგად სისხლძარღვის სანათურში წარმოქმნილი კოლტია. ამის შემდგომ შესაძლოა შეფეხდეს ან სრულად დაიბლოკოს გარკვეული ორგანოს სისხლით მომარაგება. თუ წარმოქმნილი თრომბი გადაადგილდა სისხლის ნაკადთან ერთად, მას ემბოლია ეწოდება. ორი დიდი ჯგუფი განიხილება - არტერიული და ვენური თრომბოემბოლია; ვენური თრომბოემბოლია ასოცირებულია ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზთან. შესაძლოა ამ შემთხვევაში მოხდეს ფილტვის არტერიის ემბოლიზაცია (პულმონური ემბოლია). 
ღრმა ვენების თრომბოზი + პულმონური ემბოლია = სიცოცხლისათვის სახიფათო კომბინაცია.
არსებობს თრომბოემბოლიური გართულებების რისკის შესაფასებელი სქემები, რომელთა შედეგადაც ექიმი პაციენტს ურჩევს პრევენციისა და მკურნალობის ტაქტიკას.

შეაჩერე  სიცოცხლისათვის  საშიში  თრომბი