Logo

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

title

15 ოქტომბერი - ხელების დაბანის მსოფლიო დღე.

 ხელების ‬დაბანის ‬მსოფლიო ‬დღე ‬ყოველწლიურად ‬15 ‬ოქტომბერს ‬აღინიშნება და მისი მიზანია ‬ხელების ‬დაბანის ‬მნიშვნელობის ‬შესახებ ‬ცნობიერების ამაღლება ‬და, აგრეთვე, ‬ხელების ‬დაბანის, ‬როგორც ‬მარტივი, ‬ეფექტური ‬და ‬ხელმისაწვდომი საშუალების ‬შესახებ ყურაფღრბის გამახვილება  ‬დაავადებათა ‬პრევენციისა ‬და ‬სიცოცხლის გადასარჩენად. მიმდინარე წლის კამპანია ფოკუსირებულია სწორად ხელების დაბანის, ამ მარტივი საპრევენციო საშუალების ადვილად ხელმისაწვდომობაზე ყველასათვის. 

ხელების ‬დაბანის ‬მსოფლიო ‬დღე ‬პირველ ‬2008 ‬წელს ‬გლობალური პარტნიორობის ‬ინიციატივით ‬აღინიშნა, ‬როდესაც ‬დაახლოებით ‬120 ‬მილიონზე ‬მეტმა ‬ბავშვმა ‬მსოფლიოს ‬70-ზე ‬მეტი ‬ქვეყნიდან ‬მონაწილეობა ‬მიიღო ხელების დაბანის ‬გლობალურ ‬ღონისძიებაში. დღის აღნიშვნას უერთდებიან ‬სხვადასხვა ქვეყბის მთავრობები, ‬სამთავრობო ‬და ‬არასამთავრებო, ‬საერთაშორისო ‬ორგანიზაციები, სკოლამდელი ‬და ‬სასკოლო ‬დაწესებულებები, ‬საზოგადოების წევრები.  

ხელების წყლითა და საპნით დაბანა ამცირებს

• დიარეით მიმდინარე დაავადებების შემთხვევებს 23-40%-ით; 

• მოსწავლეების მიერ სკოლის გაცდენის დღეებს, 29-57 %-მდე; რომელიც შეიძლება  გამოწვეული იყოს  საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით. 

• სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში  დიარეული დაავადებების შემთხვევებს 58%-ში. 

• რესპირაციული დაავადებების რიცხვს 16-21%-ით;  

დაიცავით ხელის დაბანის 5 წესი: 

1. დაისველეთ ხელები გამდინარე, სუფთა წყლით და საპნით; 

2. ააქაფეთ საპონი, კარგად წაისვით ხელისგულებზე და თითებშორის სივრცეებში, ფრჩხილებზე; 

3. დაიბანეთ ხელები არანაკლებ 20 წამისა;

 4. კარგად ჩამოიბანეთ საპონი სუფთა, გამდინარე წყლით; 

5. შეიმშრალეთ ხელები სუფთა პირსახოცით ან ერთჯერადი ხელსახოცით.


გახსოვდეთ;   ხელების წყლითა და საპნით დაბანა მიკრობებისაგან თავის დასაცავად ყველაზე მარტივი საშუალებაა.