Logo

ეპილეფსიის საერთაშორისო დღე

title

ეპილეფსიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად თებერვლის მეორე ორშაბათს აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას. ეპილეფსია ერთერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დარღვევაა, რომლის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას სპეციფიკური მეთოდოლოგია ესაჭიროება. მსოფლიოში 60 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ეპილეფსიით, ხოლო  ყოველწლიურად 2.4 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დედამიწაზე მცხოვრები 1,000 ადამიანიდან 4-დან 10-მდე პირი ცხოვრობს აქტიური გულყრით. აშშ-ში ყოველი 6 ადამიანიდან ერთს სიცოცხლის გარკვეულ მონაკვეთში უვითარდება ეპილეფსია.


ეპილეფსიის მქონე 10-დან 6 ადამიანის ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. განვითარებულ ქვეყნებში 10-დამ 4 ადამიანი, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 10-დან 8 ადამიანი არ იღებს შესაბამის მკურნალობას. ყოველწლიურად 1,000 დან 1-ზე მეტი  ეპილეფსიის მქონე ადამიანი იღუპება ეპილეფსიის უეცარი, მოულოდნელი სიკდილით SUDEP (sudden unexpected death in epilepsy).


ჯანმომ, ეპილეფსიის წინააღმდეგ მებრძოლმა ინტერნაციონალურმა ლიგამ (ILAE) და ეპილეფსიის საერთაშორისო ბიურომ (IBE) ეპილეფსია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნია და შეიმუშავა ეპილეფსიისა და მისი გართულებების ეპიდზედამხედველობის, პროფილაქტიკის, სწორი მკურნალობისა და კონტროლის ეფექტური ღონისძიებების ხელშემწყობი სტრატეგია.


მიუხედავად იმისა, რომ ეპილეფსია მსოფლიოში ერთ ერთ უძველეს დაავადებას წარმოადგენს, იგი საზოგადოებისათვის სტიგმატიზირებული თემაა. კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერების დონე დაავადების მიმართ, რაც განაპირობებს ადამიანების ჩრდილში ცხოვრებას, ინდივიდუალური რისკების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას, დისკრიმინაციას საზოგადოებაში, სამუშაო ადგილებზე, ახალ სამკურნალო საშუალებებზე კვლევების დაფინანსების ნაკლებობას. ეპილეფსიის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგად მოსახლეობასთან შედარებით ნაკლებია;


ეპილეფსიის მქონე უამრავი ადამიანისათვის დისკრიმინაცია და მცდარი წარმოდგენები უფრო რთული დასაძლევია, ვიდრე თავად ეპილეფსიური გულყრის ეპიზოდები. ეპილეფსიის ეპილეფსიის საერთაშორისო დღე მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გაუმჯობესებული მკურნალობის, უკეთესი მოვლისა და კვლევებში მეტი ინვესტიციების აუცილებლობის შესახებ.


ეპილეფსიასთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევა ორი გზით არის შესაძლებელი: პირველი ემსახურება საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის დამსხვრევას და ამ გზით ეპილეფსიით დაავადებულთა მხარდაჭერას, მეორე კი მიმართულია ინდივიდზე და ითვალისწინებს სენსიტიურობის შემცირების მიზნით ფსიქოლოგიურ დახმარებას. ეპილეფსიასთან ასოცირებული სტიგმის დასაძლევად აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მიზნობრივ ჯგუფებზე მიმართული სპეციალური სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის გზით.


            ერთად დავამსხვრიოთ ეპილეფსიის სტიგმა!



საქართველოში „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და  ზედამხედველობის კომპონენტი, რომლი მიზანია მიზანია ეპილეფსიით დაავა-დებულთა გამოვლენა, დაავადების მართვის ოპტიმიზაცია და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.


ეპილეფისს დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის კომპონენტი მოიცავს: პირველად ნევროლოგიურ სკრინინგს, მეორად ნევროლოგიურ-ეპილეპტოლოგიურ სკრინინგს; საჭიროების შემთხვევაში – ეეგ-კვლევასა და ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებას. ამ კვლევების საფუძველზე ხდება ეპილეფსიის დასკვნითი დიაგნოსტიკა, რასაც კარდინალური მნიშვნელობა აქვს პაციენტის ადეკვატური მკურნალობისა და ფსიქო-სოციალური სრულფასოვნების შენარჩუნებისათვის.


პროგრამული ღონისძიებებიდან, ეპილეფსიური გულყრების იდენტიფიკაციას კარდინალური მნიშვნელობა აქვს პაციენტის დროული დიაგნოსტიკის, ადეკვატური მკურნალობის ეფექტურობის, ფსიქო-სოციალური სრულფასოვნების შენარჩუნებისა და სრული გამოჯანმრთელებისათვის.

რჩევები, თუ როგორ გავუწიოთ ადამიანს პირველადი დახმარება ეპილეფსიური გულყრის დროს:

1.    დარჩით მასთან, სანამ გონს მოვა და გამოფხიზლდება

  •    დაინიშნეთ დრო, შეინარჩუნეთ სიმშვიდე

2.    უზრუნველყავით მისი უსაფრთხოება - მოაცილეთ საფრთხის შემცველ საგნებს/გარემოს
3.    დააწვინეთ გვერდზე, თუ უგონოდ არის/დაკარგული აქვს ცნობიერება

  • გაუთავისუფლეთ სასუნთქი გზები 
  • შეხსენით მჭიდრო ტანსაცმელი/ქსოვილი კისრის მიდამოში
  • თავქვეშ ამოუდეთ რაიმე რბილი საგანი


დაუკავშირდით ექიმს/112-ს, თუ:

  • გულყრა 5 წუთზე დიდხანს გაგრძელდა;
  • ადამიანი არ უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას;
  • თუ პირი დაშავდა, ორსულად, ან ავად არის;
  • ადგილი აქვს განმეორებით გულყრას;
  • გულყრა პირველად მოხდა;
  • პირს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება;
  • გულყრის ეპიზოდი წყალში მოხდა


არ შეიძლება:

  • ადამიანის შებოჭვა
  • პირში ხელის, ან სხვა საგნის მოთავსება
  • მიეცით მედიკამენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექიმის მიერ არის დანიშნული


  • www.epilepsy.org
  • https://www.epilepsy.com/sites/core/files/atoms/files/SFA%20Flier_HQ_8.5x11_PDF.pdf
  • https://internationalepilepsyday.org/wp-content/uploads/2016/01/TwitterProfile.png
  • https://internationalepilepsyday.org/resources/
  • https://www.epilepsy.com/make-difference/public-awareness/international-epilepsy-day