Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდები დაავადებებისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის განყოფილების დირექტორთან შეხვედრა

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდები დაავადებებისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის განყოფილების დირექტორს ქალბატონ ბენტე მიკელსენსა და სქესობრივი, რეპროდუქციული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელს ნინო ბერძულს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მუშაობა არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.