Logo

ჰანს კლუგეს ვიზიტი ცენტრში 21.12.2020

title

2020 წლის 21 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული დირექტორი ბატონი ჰანს კლუგე ეწვია. მასთან ერთად დელეგაციაში იმყოფებოდა ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ქვეყნების ჯანდაცვის პროგრამების მიმართულების დირექტორი ქ-ნი ნინო ბერძული და ქვეყნების მხარდაჭერისა და ჯანდაცვის რისკებზე რეაგირების სამსახურის პროექტების მართვის ოფიცერი ქ-ნი ნატალია დემოვა-ჩერტოიანოვა.

ბატონმა ჰანს კლუგემ დაათვალიერა ლუგარის ს/ჯ კვლევითი ცენტრი, შეხვდა ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს და სხვა ხელმძღვანელ პირებს. მოისმინა ინფორმაცია ეპიდ. ზედამხედველობის, კონტაქტების მიდევნების, ტესტირების სტრატეგიის, სხვა პრიორიტეტული მიმართლებების (ერთიანი ჯანმრთელობა, ელექტრონული ჯანდაცვა, არაგადამდები დაავადებები, გარემოს ჯანმრთელობა, რისკებზე რეაგირება და სხვ.) შესახებ, ისაუბრა COVID-19-ის ვაქცინასთან დაკაშირებულ საკითხებსა და მომავალი თანამშრომლლობის გეგმებზე.

ბატონმა ჰანს კლუგემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და მისი ლუგარის ს/ჯ კვლევითი ცენტრის მუშაობას მაღალი შეფასება მისცა და “Center of Excellence” უწოდა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ - რეგიონისა და ჯანმოს ევროპის რეგიონის მასშტაბით. მან აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ცენტრის გენერალურ დირექტორთან ბატონი ამირან გამყრელიძესთან შეხვედრა, რომელსაც დიდი ხანია იცნობს, როგორც ჯანმოს მმართველობითი კომიტეტის არჩეულ წევრს და პატივსაცემ პიროვნებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულმა ცენტრმა ერთ-ერთმა პირველთაგანმა რეგიონში დაიწყო COVID-19-ზე სწრაფი რეაგირება და დანერგა მოსახლეობის ტესტირება. მან ასევე ხაზი გაუსვა ცენტრის წარმატებულ საქმიანობას თამბაქოს კონტროლის, C ჰეპატიტზე სკრინინგის მოცვის მიმართულებით. მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიდან ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა ელექტრონული ჯანდაცვა და ინოვაციები და გარემოს ჯანმრთელობის საკითხებზე თანაშრომლობის გაძლიერება. მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმის შემუშავების საკითხს.

დასასრულს, ბატონმა კლუგემ მადლობა გადაუხადა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს საინტერესო შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მისი რეგიონულ დირექტორად ყოფნის პერიოდში, ეროვნულ ცენტრთან კოლაბორაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ასევე დაამატა, რომ გადაწყვეტილების მიმღებთა მიერ COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის შედეგად ბოლო 3 კვირის მანძილზე ქვეყანაში დადებითი პროგრესი შეინიშნება და მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ განაგრძოს უსაფრთხოების ზომების დაცვა და სიფრთხილე, რათა შენარჩუნებულ იქნას დადებითი ტენდენცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამდეგი დღესასწაულების პერიოდში.