Posted on:
03.04.2020
title
2020 წლის 15 ივნისს ატლანტიკის საბჭოს ევრაზიის ცენტრის (Atlantic Council Eurasia Center) ინიცირებითა და ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ვებინარი თემაზე: სამხრეთ კავაკსიის ქვეყნები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში. ვებინარში სპიკერებად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებმა პამდემიასთან ბრძოლაში ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით.
საქართელოს მხარეს წარმოადგენდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი - ბატონი ამირან გამყრელიძე, სომხეთის მხარეს - დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე- ქალბატონი ნუნე ბაკუნცი, ხოლო აზერბაიჯანის ქეისი წარმოადგინა - ქალბატონმა არზუ გეიბულამ Azerbaijan Internet Watch-ის მიმომხილველმა. დამატებით, ქვეყნების გამოცდილება და მთავრობების ქმედებები შეაფასა და შეაჯამა თურქეთისა და კავკასიის საკითხების მკვლევარმა - ბატონმა ჯოშუა კუჩერამ ( Eurasianet). გამოსვლების შემდეგ, სპიკერებმა პასუხი გასცეს ვებინარის ლაივში შემოსულ შეკითხვებს.