title
2016 წლის 12-14 ოქტომბერს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში ჩატარდა გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალი.
მინისტერიალს ეწრებოდა დელეგაცია საქართველოდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბატონი დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით. დელეგაციას საქართველოდან წარმოადგენდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე, ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე რეაგირებისა და მზადყოფნის სამმართველოს უფროსი ქალბატონი ანა კასრაძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანაშემწე ქალბატონი სოფო ბელქანია.
ბატონი დავით სერგეენკო სიტყვით გამოვიდა მინისტერიალის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე.
საქართველომ ნორვეგიასთან ერთად უხელმძღვანელა ,,რეალურ დროში ეპიდზედამხედველობის“ სამოქმედო პაკეტის შეხვედრას.