Logo

CDC-ის დელეგაციის ვიზიტი

title დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს   CDC-ის  დელეგაცია ატლანტიდან სტუმრობდა.  

 

ვიზიტის მიზანი საქართველოში დაფუძნებული CDC-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენლობის ძირითად პარტნიორულ ორგანიზაციასთან სათანამშრომლო მიმართულებების გაცნობა და სამომავლო გეგმების განხილვა იყო. დელეგაციის შემადგენლობას წარმოადგენდა სამედიცინო დირექტორი, ფინანსური ოპერაციების დირექტორი, გლობალური ჯანმრთელობის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების დირექტორატი და მათი წარმომადგენლები

 

სტუმრობის დროს ცენტრში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ცენტრის ხელმძღვანელობამ დელეგაციის წევრებს  მიღწეული წარმატებული შედეგები გააცნეს. მხარეებმა ისაუბრებს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე. CDC-ის წარმომადგენლობა იმყოფებოდა  რ. ლუგარის ს/ჯ კვლევით ცენტრშიც. დელეგატებმა ლაბორატორიულ კვლევით საკითხებზე პოსტერ-პრეზენტაციები მოისმინეს. 

ასევე შეხვედრა შედგა საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების ოპერაციულ ცენტრში. ქართულმა მხარემ CDC-ის მხარდაჭერით შესაძლებლობების განვითარების შესახებ ხედვები და გეგმები წარმოადგინა.

 

შეხვედრების ერთი ნაწილი სტუდენტებს,ახალგაზრდა ეპიდემიოლოგებსა და მკვლევარებს დაეთმო. CDC-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა მათთვის გამართა საჯარო ლექცია თემაზე: „სამედიცინო მისიონერის ეპიდემიოლოგიური გამოცდილება კენიაში და გამოცდილება არკანზასის შტატის ეპიდემიოლოგიურ სამსახურში“.  ვიზიტის დასასრულს   პლენარული სესია მიეძღვნა  ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას  COVID-19  ბრძოლაში. სესიაზე წარადგინეს პრეზენტაცია საქართველოს მაგალითზე, ასევე დისკუსია გაიმართა შეერთებული შტატებისა და ყაზახეთის გამოცდილებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის ვიზიტი რანგითა და მნიშვნელობით რიგით მეორეა  2019 წელს  CDC-ის იმდროინდელი დირექტორის -რობერტ რედფილდის საქართველოში ჩამობრძანდების შემდეგ.