Logo

ტუბერკულოზის პროგრამა

title

2019 წლის 10 დეკმბერს ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსა და შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდს შორის. ხელშეკრულების ფარგლებში 2020-2022 წლებში განხორციელდება „საქართველოში ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამა”. მისი მიზანია ტუბერკულოზის ტვირთის და ქვეყნის ერთიან სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე მისი გავლენის შემცირება, ტუბერკულოზის ყველა ფორმის დროულ და ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე  საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, რაც შეამცირებს დაავადების გავრცლებას და სიკვდილის შემთხვევებს და მოახდენს წამალ-რეზისტენტობის შემდგომი განვითარების პრევენციას. 

პროექტის მეშვეობით შესაძლებელი გახდება ფილტვის ტუბერკულოზზე სავარაუდო შემთვევებში სწრაფი მოლეკულური მეთოდებით ტესტირების უნივერსალური ხელმისაწვდომობის შენარჩუნება და მეთოდის ფილტვგარეთა შემთხვევებში გამოყენების გაფართოება. დაგეგმილია წელიწადში დაახლოებით 24000 პირის მოცვა. ასევე, შენარჩუნებული იქნება უნივესალური ხელმისაწვდომობა ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებზე და პაციენტთა დამყოლობაზე მიმართული ღონისძიებები, როგორიცაა ვიდეო მეთვალყურეობით მკურნალობა, ფინანსური სტიმულირება და ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება. 

გაგრძელდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგი ჯანმოს ახალი რეკომენდაციების დანერგვის და ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის გაფართოების მიზნით. 

გაგრძელდება და გაფართოვდება აჭარის რეგიონში დაწყებული „ნულოვანი ტუბერკულოზის“ ინიციატივა, რომლის მიზანია დაავადების ელიმინაციის კუნძულების შექმნა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონტაქტების კვლევას, ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის გამოვლენას და მკურნალობას 2019 წელს დამტკიცებული ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინის მიხედვით შერჩეულ რისკ-ჯგუგებში. 

ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება საინფორმაციო/საგანმანათლებლო ღონისძიებები რისკ-ჯგუფებისა და ზოგადად მოსახლეობისთვის. 

ჩამოყალიბდება აფხაზეთის რეგიონში პაციენტების დისტანციური კონსულტაციის მოდელი, მედიკამენტის მიწოდების და აღრიცხვის კომპონენტის ჩათვლით.

პროექტის ბიუჯეტია 6.2 მილიონი აშშ დოლარი.