title
დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი
რა არის პროგრამის მიზანი?
დაავადებათა ადრეული
გამოვლენის და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული გამოვლენა
და გავრცელების შეზღუდვა.
პროგრამა მოიცავს:
·
კიბოს სკრინინგს, მათ
შორის:
ü ძუძუს კიბოს სკრინინგს:
-
ძუძუს ხელით გასინჯვა;
-
მამოგრაფიული გამოკვლევა (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით),
-
ექოსკოპიური
გამოკვლევა (საჭიროების დადასტურების
შემთხვევაში)
ძუძუს კიბოს სკრინინგის
რეკომენდებული პერიოდულობა -2
წელიწადში ერთხელ;
ü საშვილოსნოს ყელის
კიბოს სკრინინგს:
-
გინეკოლოგის
კონსულტაცია,
-
პაპ–ტესტის (PAP–ტესტი)
ჩატარება ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით;
საჭიროების
შემთხვევაში ტარდება:
-
კოლპოსკოპიური
სკრინინგი ან
-
კოლპოსკოპიის დროს
აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა.
საშვილოსნოს
ყელის კიბოს სკრინინგის რეკომენდებული
პერიოდულობა - 3 წელიწადში ერთხელ;
ü კოლორექტალური კიბოს სკრინინგს:
-
ფარულ სისხლდენაზე
სპეციალური (FOBT) ტესტის
ჩატარება;
საჭიროების
შემთხვევაში დამატებით ტარდება:
-
კოლონოსკოპიური
სკრინინგი ან
-
კოლონოსკოპიის დროს
აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა.
კოლორექტული კიბოს
სკრინინგის რეკომენდებული პერიოდულობა
-2 წელიწადში ერთხელ;
პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები.
მათ შორის:
ü ძუძუს კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა 40-70
წლის ასაკის ქალები;
ü საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა 25-60
წლის ასაკის ქალები;
ü კოლორექტალური კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა 50-70 წლის ორივე სქესი;
პროგრამის განმახორციელებელთან
მოქალაქემ უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი.
ზემოაღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სსიპ ,,ლ. საყვარელიძის
სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის“
( ტელეფონი – 116 001) ან პროგრამის
მიმწოდებელის ცხელი ხაზის მეშვეობით.
========================================================================================
პროგრამის მიმწოდებლები:
სს
„ევექსი ჰოსპიტლების“ ცხელი ხაზი - (032) 2 55 05 05;
ააიპ
,,ეროვნული სკრინინგ ცენტრის" ცხელი ხაზი - (032) 2 20 35 35