Logo

ავღანეთის მხარესთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

title

2019 წლის 2 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ავღანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამინისტროს პრევენციისა და დაავადებათა კონტროლის გენერალურ დირექტორატს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ორ ქვეყანას შორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება, მხარეებს შორის ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, საინფორმაციო შეხვედრებისა და სესიების ორგანიზება, ორი ქვეყნის რეფერენს ლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის დამყარება, ინფექციური დაავადებების, და განსაკუთრებით - ჰეპატიტების ლაბორატორიულ კვლევებში მხარდაჭერა და საჭიროების შემხთვევაში, გარე ხარისხის კონტროლის ფუნქციის შესრულება.