Logo

თავდაცვის ატაშეების ვიზიტი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში

title

2018 წ. 30 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ვიზიტით ესტუმრნენ საქართველოში მოქმედი საელჩოების: აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის,თურქეთის, უკრაინის, სომხეთის თავდაცვის ატაშეები და ნატო-ს წარმომადგენლები. ატაშეებს თან ახლდნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს თანამშრომლებიც.

სტუმრებს ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ წარმოუდგინა დკსჯეცის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია, მ.შ. ისაუბრა ქვეყანაში ლუგარის ცენტრის, როგორც მაღალი დონის ბიოსამედიცინო სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი დაწესებულების როლისა და ფუნქციების შესახებ.

პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ლუგარის ცენტრის ლაბორატორიები.