Logo

IANPHI ყოველწლიური შეხვედრა 1-3.12.2021

title

2021 წლის 1–3 დეკემბერს გაიმართა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა. შეხვედრა მიეძღვნა ჯანდაცვის სფეროში სამართლიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებს. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების როლზე ჯანდაცვის სფეროში სამართლიანი ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული უთანასწორობის დაძლევაში, რომელიც განპირობებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ძირითადი გამოწვევებით - COVID-19 - ის პანდემია და კლიმატის ცვლილება. შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველმა გლობალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში ნათია სხვიტარიძემ წარადგინა მოხსენება „COVID-19 და ჯანდაცვის სფეროში სამართლიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - საქართველოს გამოცდილება“.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო IANPHI - ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „წარმატების აღიარება“. ევროპის რეგიონიდან წარდგენილ პროექტებს შორის ცენტრის პროექტი ,,საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრესი“ აღიარებულ იქნა 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად IANPHI–ის ევროპულ ქსელში.