Logo

ბრიფინგი - კორონავირუსის ეპისიტუაცია და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობები 04.02.2020

title

2020 წლის 4 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბრიფინგი სახელწოდებით

ახალი კორონავირუსის ეპისიტუაცია და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობები

ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა საქართველოში კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაკვირვების ქვეშ იყო 6 ადამიანი, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო 2 ადამიანი. ყველას ჩაუტარდა კვლევა და დილის პასუხებით, ორივე შემთხვევა უარყოფითია. გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორების, გერმანიის დახმარებით უკვე ჩამოვიდა რეაგენტი. თამამად შემიძლია ვთქვა, დღეიდან ჩვენ არ დაგვჭირდება მასალების გადაგზავნა არსად. საქართველოში იქნება კვლევის ჩატარების საშუალება თუ დაფიქსირდა სავარაუდო შემთხვევა.