Logo

დაძმობილების პროექტი „ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში“

title

დაძმობილების პროექტი „ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში“ ოფიციალურად გაიხსნა.  პროგრამა ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

 

ინიციატივის მიზანია, დახმარება გაუწიოს საქართველოს შესაბამის ორგანიზაციებს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული  გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში, „ჯანმრთელობა ყველა სექტორში“ მიდგომის რეალიზების ხელშესაწყობად.

 

პროექტის ბენეფიციარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან, გარემოს ჯანმრთელობის რისკის მონიტორინგისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. პროექტის ხორციელდება საფრანგეთის საჯარო სააგენტოს „Expertise France“ და  ფინეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტის (THL) მხარდაჭერით. 

გარდა ამისა, პროექტში ჩართული იქნება საფრანგეთისა და ფინეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის სხვადასხვა დაწესებულებები.

დაძმობილების პროექტი დაიწყო მიმდინარე წლის თებერვალში და მისი ხაგრძლივობა 24 თვეს შეადგენს. პროექტის ძირითადი მიზნებია :  

- საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ვალდებულებების განხორციელება. „ჯანმრთელობა პოლიტიკის ყველა მიმართულებაში“ მიდგომის მხარდაჭრის მიზნით.

- ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების განხორციელება ხუთი საკვანძო ელემენტის რეალიზებით: ჯანმრთელობისა და თანასწორობის ხელშეწყობა, სექტორთაშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა, თანასარგებლის შექმნა ყველა პარტნიორისთვის , დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გამჯობესება, სტრატეგიული და პროცედურული ცვლილებების უზრუნველყოფა.

- საზოგადოების ჩართულობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, ცნობიერებისა და ცოდნის ასამაღლებლად გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხებზე.