Logo

ცენტრის თანამშრომლებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ

title

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს, რეგიონული
წარმომადგენლობისა და ლაბორატორიული სამსახურების ჩათვლით C ჰეპატიტის
უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ.
 
C ჰეპატიტის დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მკურნალობა უფასოა და უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის ხელმისაწვდომი.

უფასო სკრინინგის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცენტრალურ და რეგიონულ
ფილიალებს, პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებს და იუსტიციის სახლებს.
მოთხოვნის შემთხვევაში სკრინინგი შესაძლებელია ჩატარდეს ორგანიზებულ
დაწესებულებებშიც ცენტრის მობილური ამბულატორიების მეშვეობით.

მოგიწოდებთ ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგაზიაციებს თქვენც
შემოგვიერთდეთ, ჩაერთეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის კამპანიაში და ჩაიტარეთ უფასო
სკრინინგი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ სამინისტროს
www.mog.gov.ge და ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდს www.ncdc.ge ან დაგვიკავშირდით
ცხელი ხაზის მეშვეობით: 1505 ან 116001

#შენცCჩაიტარესკრინინგი #შენCგაიაგეშენსტატუსი #შენCჩაერთემკურნალობაში #STOPC #შენCგანიკურნე

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ინფრომაციას შემდეგ ბმულზე :

http://ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=00557b86-25d0-4a83-acaf-10396576fa2d