Posted on:
06.12.2018
title
2018 წლის 6 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძალა საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის CDC ჯანმრთელობის გლობალური დაცვის დივიზიონის დირექტორს ქალბატონ ნენსი ნაითს. შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს CDC-ის მხარდაჭერით განხორციელებული მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით. ბატონმა პაატა იმნაძემ ხაზი გაუსვა CDC საქართველოს წარმომადგენლობითი ოფისის როლს და მნიშვნელობას დკსჯეცის / ლუგარის ცენტრის მისიის საერთაშორისო დონეზე ადვიკატირების კუთხით. ასევე განიხილეს CDC დირექტორის - ბატონი რობერტ რედფილდის 2019 წელს დაგეგმილი ვიზიტისა და CDC - თან სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ.