Logo

ჯანმოს მისია, სექტემბერი 11-14 , სამუშაო შეხვედრა - ვაქცინების უსაფრთზოებაზე ზედამხედველობის სისტემის გაძლიერება

title

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ვაქცინების უსაფრთზოებაზე ზედამხედველობის სისტემის გაძლიერება. ამ ნიზნით, დაგეგმილია: 1. საქართველოს სამედიცინო საქმიანოების რეგულირების სააგენტოს როლის გაფართოება, და 2. ინერგება აცრისშემდგომ გამოვლინებული არასასურველი გვერდითი მოვლენების (იშგამ) მიზეზ-შედეგობრიობის შეფასება, ამ უკანასკნელს განახორცილელებს ახლადჩამოყალიბებული იმუნიზაციის უსაფრთხოების ეროვნული კომიტეტი, რომელიც იქნება ექსპერტული, დამოუკიდებელი ორგანო.

ახალი მიდგომების განხორციელების მიზნით, შემუშავებულია მეთოდური სახელმძღვანელოს „აცრის შემდგომ განვითარებულ გვერდითმოვლენებზე ზედამხედველობა“ სამუშაო ვერსია.

იშგამ-ებზე ზედამხედველობის სიტემის გაძლიერება ხორციელდება ჯანმო-ს ხელშეწყობით.  10-14 სექტემბრის განმავლობაში საქართველოში ვიზიტით იმყოფება ჯანმო-ს კონსულტანტების ჯგუფი (Oleg, Benes - ჯანმო-ს ევროპის ოფისი; Sarah D. Bennett – CDC აშშ: Karina Top - ჯანმ-ს ექსპერტი; Dr. Michael McNeil,- CDC აშშ), რომელიც ეროვნული სპეციალისტების მონაწილეოობით ჩაატარებს 2 სახის სამუშაო სემინარს:

1. 11 სექრემბერი - ახლადშექმნილი იმუნიზაციის უსაფრთხოების ეროვნული კომიტეტის წევრებისთვის და ეროვნული დონის ექსპერტებისათვის;

2. 12-13-14 სექტემბერი - რაიონული დონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისა და სამედიცინო საქმიანობის სახემწიფო რეგულირების სააგენტოს  სპეციალისტებისთვის. სამუშაო სემინარის მიზანია ვაქცინების უსაფრთხოებზა ზედამხედველობის განხილვა და შემუშავებული სახელმძღვანელოს პროექტის გაცნობა წინადადებების და შემიშვნების მიღების მიზნით.