Logo

რა უნდა ვიცოდეთ ომიკრონის შესახებ

title

SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში, საერთაშორისო ანგარიშგება ჯანმო-ში მოხდა 24 ნოემბერს, ხოლო 26 ნოემბერს მიენიჭა ვარიანტს შეშფოთების სტატუსი (VOC) და დაერქვა ომიკრონი[1]. შტამის გამოვლენას დაემთხვა ახალი შემთხვევების მატება ქვეყანაში. შტამი ასევე აღირიცხა 11 ნოემბერს ბოცვანაში აღებულ ნიმუშში. აღმოჩენის მიუხედავად, მაღალია ალბათობა, რომ შტამი ამ ქვეყნებში არ წარმოქმნილა და მათი სექვენირების მაღალი პოტენციალის გამო მოხდა პირველი იდენტიფიცირება. 


მატების ტრაექტორია - სამხრეთ აფრიკა

ფიგურა  SEQ ფიგურა \* ARABIC 1 დადასტურებული შემთხვევები 1 მლნ პოპულაციაზე, 2 კვირიანი ინტერვალით


ფიგურა  SEQ ფიგურა \* ARABIC 2 დადასტურებული შემთხვევების 2-კვირიანი ინტერვალით % ზრდა



ფიგურა  SEQ ფიგურა \* ARABIC 3 სიკვდილიანობის ცვლილების % მაჩვენებელი 2 კვირიანი ინტერვალით

2 კვირაში სამხრეთ აფრიკაში, იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი,  ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებლმა 1%-დან 10.2%-ს მიაღწია. ბოლო 24 სთ-ში ეს მაჩვენებელი 16.4%-მდე გაიზარდა. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, 35 წლის ქვევით, განსაკუთრებით სკოლის ასაკის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კოჰორტა ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულია დამეტად სოციალურად აქტიური. ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 20-44 ასაკობრივ ჯგუფში, ისევე როგორც 2 წლის ქვევით ბავშვებში. ახალი შტამი ქვეყანაში სექვენირებული ნიმუშების 74%-ს შეადგენს და თითქმის ჩაანაცვლა დელტა შტამი.

ახალი შტამი აღმოჩენილია ჯანმო-ს 5 რეგიონში. 2 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთი, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონგ კონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში.

ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70 ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემომსვლელებისთვის.


ომიკრონს ახასიათებს 50-მდე მუტაცია, რომელთა კომბინაცია აქამდე არ აღრიცხულა.

 შესაბამისად, აქვს აქამდე აღმოჩენილ შტამებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილი 26-32 სპაიკ ცილის მუტაცია (ტესტირებისთვის მნიშვნელოვანი 69-70 დელეცია სპაიკ ცილაში), რომელიც პასუხისმგებელია მასპინძელი უჯრედის ამოცნობაზე და არის ორგანიზმის იმუნური პასუხის მთავარი სამიზნე. აღნიშნული მუტაციების ანალოგები დადგენილია დელტა და ალფა ვარიანტებში, რაც უკავშირდება შემდგომ დამძიმებულ მიმდინარეობას და ინფექციის-მაბლოკირებელი ანტისხეულების ეფექტურობის შემცირებას, განსაკუთრებით  D614GN501Y and K417N მუტაციები. პარალელის გავლენით შესაძლოა ამ ეტაპზე გარკვეული ვარაუდი დაინფიცირების მიმდინარეობაზე.


ფიგურა  SEQ ფიგურა \* ARABIC 4 დელტა და ომიკრონ შტამების მუტაციების რუკა

პჯრ ტესტიდან ThermoFisher TaqPath ავლენს ვირუსს, რადგან ჩანს სამი სამიზნე გენიდან S გენის არარსებობა, რაც ამ შტამის დადგენის მარკერია. კვლევის ქვეშაა ანტიგენის ტესტებს რამდენად შეუძლია დაინფიცირების დადგენა.

ჯანმო-ს განცხადებით, არსებული მკურნალობის მეთოდებიდან, კორტიკოსტეროიდები და IL6 რეცეპტორების ბლოკატორები ინარჩუნებენ ეფექტურობას მძიმე მიმდინარეობასთან მიმართებაში.

მონაცემები უჩვენებს, რომ ამ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების მიმდინარეობა მსუბუქიდან მძიმემდე ვარირებს, თუმცა ტიპიური სუნისა და გემოს დაკარგვა ნაკლებად აღინიშნება. ამ დრომდე არ აღრიცხულა აღნიშNული შტამით გარდაცვალების შემთხვევა.

სიტუაცია ფასდება როგორც მაღალი რისკის მქონე.

საფრთხეები:

1.       გადადების მომატებული უნარი

2.       დაინფიცირებისას კრიტიკული მიმდინარეობა

3.       მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების შესაძლებლობა

4.       რეცეპტორთან დამაკავშირებელი დომეინ სპაიკ ცილის მრავლობითი მუტაციის გამო შესაძლოა შემცირდეს ანტისხეულებით გამოწვეული დამცველობითი ეფექტი, თუმცა ნაკლები ალბათობაა, რომ უჯრედული დამცველობით ეფექტიც შემცირდეს და გავლენა მოახდინოს T უჯრედებზე. ამ ეტაპზე ვაქცინების დამცავი პოტენციალი და ეფექტურობა კვლავ კვლევის ქვეშაა. შემცირების მიუხედავად, ვაქცინები კვლავ შეინარჩუნებენ მძიმე მიმდიანრეობისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ გარკვეული დონის დამცველობით ეფექტს

5.       კრიტიკულად მიმდინარე შემთხვევების ზრდის გარეშეც, დაინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის გამო ჯანდაცვის სექტორზე გაიზრდება ზეწოლა, თანმხლები სიკვდილიანობის ზრდით

 

 

რეკომენდაციები:

1.       ეპიდ-ინდიკატორების უწყვეტი კონტროლი, მეთვალყურეობისა და მიდევნების გაუმჯობესება

2.       ტესტირების რაოდენობის, სამიზნედ S გენის მქონე დიაგნოსტიკური ტესტების რაოდენობისა და სექვენირების გაზრდა

3.       უკვე ჩატარებული სექვენირებული ნიმუშების გადამოწმება, მინიმუმ ოქტომბრის თვიდან მოყოლებული

4.       შედეგების თანმდევად პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება, რათა გაწყდეს გადაცემის ჯაჭვი

5.       შემომსვლელთა ტესტირების გაზრდა

6.       ეროვნული ტესტირების სტრატეგიის განახლება

7.       ვაქცინაციის გაძლიერება, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში

8.       ბუსტერზე ხელმისაწვდომოვის გაზრდა და ადმინისტრირების პრომოცია, ნაცვლად ახალი, ვარიანტ-სპეციფიური განახლებული ვაქცინების ლოდინისა

9.       ნიღაბის მოხმარების გაუმჯობესება, ფიზიკური დისტანცია, დახურული სივრცეების ხშირი განიავება, ხალხმრავლობის არიდება და ხელების ჰიგიენა მნიშვნელოვანია გავრცელების პრევენციაში

10.   ესენციური სერვისების შენარჩუნების გეგმის შემუშავება / განახლება და მარაგების ადეკვატური რაოდენობის უზრუნველყოფა

11.   ამ ეტაპზე პრევენციული ღონისძიებებითა, საზღვრების მკაცრი კონტროლითა და შემომსვლელების ტესტირებით შესაძლებელია 3-4 კვირით სწრაფი გავრცელების გადავადება, რათა დრო იყოს მოგებული მეცნიერების მიერ სრულყოფილი ინფორმაციის მოსაპოვებლადა და შემდგომი მიზნობრივი 



[1] ჯანმო-ს მიერ ყველაზე სწრაფად, 2 კვირის ფარგლებში მიენიჭა აღნიშნული სტატუსი