Logo

აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის (BNSR) პლენარული შეხვედრა.

title

2019 წლის 25-27 სექტემბერს, ნურ-სულთანში, ყაზახეთში, გაიმართა აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის (BNSR) პლენარული შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს, აშშ-ს, საფრანგეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, მოლდოვას, უზბეკეთის, თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სექტორების და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები.

შეხვედრას აგრეთვე დაესწრო ყაზახეთში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბაშიძე.

25 სექტემბერს, პირველ დღეს, ხელი მოეწერა თავმჯდომარეობის გადაცემის დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს დოკუმენტის მოწერიდან ერთი წლის ვადით, საქართველოდან ყაზახეთზე BNSR-ის მართვის პასუხისმგებლობათა გადაცემას.

შეხვედრა მიეძღვნა, ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციის ფარგლებში. გადამდებ დაავადებათა საფრთხეებზე მყადყოფნისა და რეაგირების გაძლიერების საკითხებს.