Posted on:
21.03.2019
title
2019 წლის 20 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან - სილვიო დომენტესთან, რომელიც ა.წ. 1 აპრილიდან შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას ახალ პოზიციაზე. ამასთან, ბატონმა ამირან გამყრელიძემ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ამჟამინდელ წარმომადგენელს საქართველოში - მარიან ივანუშას, რომელიც 2019 წლის 1 აპრილს დატოვებს პოსტს საქართველოში და მას მადლობის წერილი და სიგელი გადასცა.