Logo

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე ესტუმრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის

title

2019 წლის 18 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე ესტუმრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

ქალბატონი ეკატერინე გაეცნო ცენტრის საქმიანობას, მიღწევებს, გამოწვევებს,  სტრატეგიული პრიორიტეტებს და ფუნქციებს, მისიას და სამომავლო გეგმებს.  ასევე, ლუგარის ცენტრის უნიკალურ შესაძლებლობებს და სამომავლო განვითარების ხედვებს.

დაათვალიერა ლუგარის ს/ჯ კვლევითი  ცენტრის ლაბორატორიები. 

 დასასრულს მინისტრი შეხვდა და გაესაუბრა ცენტრის თანამშრომლებს.