Logo

ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრა 08.12.2021

title 2021 წლის 8 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა აშშ-ის პარტნიორული ინსტიტუციების წარმომადგენლებთან (CDC, DTRA, WRAIR) საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც ამერიკულმა მხარემ ცენტრის ხელმძღვანელობასთან და წარმომადგენლებთან ერთად განსაზღვრეს სამომავლო პრიორიტეტული საკითხები, რომელთა განხორციელებაშიც ამერიკულმა მხარემ დკსჯეცს მხარდაჭერა აღუთქვა. სათანამშრომლო სფეროს განეკუთვნა ზედამხედველობის სისტემების, მათ შორის საზჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების განვითარება; უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით აქტივობების დაგეგმვმა, აბრეშუმის გზის ქვეყნების ბიოუსაფრთხოების ქსელის (BNSR) ფარგლებში სამოქმედო გეგმის შემუშავება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა. შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ერთობლივი მსჯელობების გაგრძელება რეგულარულ ფორმატში.