Logo

„საქართველო თამბაქოს გარეშე“

title

 შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში 29 მარტს   „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღე აღინიშნა.

ღონისძიება  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით  გაიმართა.

დღე „საქართველო თამბაქოს გარეშეყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა პრიორიტეტულ თემით. წელს საფუძველი  მოძრაობას „საქართველო თამბაქოს კვამილს გარეშე“ ჩაეყარა. მოძრაობას მრავალი ცნობილი ადამიანი შეუერთდა. ასევე ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება შეოუერთდეს მოძრაობას და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებს.


ასევე შედგა 112-ის მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული თამბაქოს კომპონენტის პრეზენტაცია. მობილური აპლიკაციის რჩევების ნაწილს დაემატა ახალი კომპონენტი „თამბაქოს კონტროლი“. ამ კომპონენტში თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის თაობაზე, ასევე თუ როგორ მოვიქცეთ როდესაც ვხედავთ კანონდარღვევას, რა მავნე გავლენა აქვს თამბაქოს ჯანმრთელობაზე და როგორ დავანებოთ მოწევას თავი.

ამასთან, როგორც ვიცით კანონდარღვევის ფაქტის დასაფიქსირებლად შეგვიძლია მივმართოთ 112-ს. ახლა 112-თან დაკავშირება კიდევ უფრო მარტივია მობილური აპლიკაციის საშუალებით. მას აქვს როგორც ზარის განხორციელების ასევე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში უკავშირდებით ოპერატორს ცოცხალი მიმოწერის რეჟიმში (live chat). თუ გსურთ დარჩეთ ანონიმური,ამის შესახებ აცნობეთ ოპერატორს.