Logo

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან

title 2020 წლის 18 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან ბატონ დაესუ ჩანგთან. შეხვედრის დროს განხილულ იქნა მსოფლიოს გლობალური ჯანმრთელობის მიმდინარე გამოწვევა - ახალი კორონავირუსი (COVID-19), საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის მიერ პანდემიაზე მზაობისა და რეაგირების კუთხით გატარებული და მიმდინარე ღონისძიებები ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ბატონმა დაესუ ჩანგმა აღნიშნა, კორეის რესპუბლიკაში ეპიდემიის მიმდინარეობის თავისებურებები, რომელიც განსხვავდება საქართველოსგან. მათ მიერ გატარებული ღონისძიებები, ეპიდემიის მართვის სტრატეგია და ტაქტიკა კორეის რესპუბლიკას აყენებს იმ ერთეული ქვეყნების სიაში, რომლებმაც შეძლეს ეპიდსიტუაციის ეფექტური გაკონტროლება და ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალური შესუსტება. საუბრის დროს აქცენტები დაისვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის და სადაც შესაძლებელია კორეის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მათი დახმარება. შეხვედრის მანძილზე ბატონი დაესუ ჩანგმა გამოხატა მზაობა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ხელი შეუწყოს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჭირო კონტაქტების დამყარებასა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, COVID-19 წარმოქმნილი ეპიდემიის სწრაფი დაძლევის მიზნით.