Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში 20.12.2019

title

2018 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელშეწყობით ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით

                          ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების, საერთაშორისო და ადგილობრივმა  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმამხარეებმა.

შეხვედრაზე  ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ბატონმა მარიან ივანუშამ და ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ     პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი საქართველოში მოღვაწეობის, ორგანიზაციის მიზნების, ფუნქციების და ამოცანების, მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ძირითად ნიშანსვეტების, აქტივობების მიმართულებების, სხვადასხვა ქვეყნისათვის და კერძოდ, საქართველოსთვის გაწეული დახმარების შედეგები  ორგანიზაციის ეგიდით მოღვაწე ქართველების შესახებ ინფორმაცია. გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია.

კონფერენცია მიეძღვნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნებიდან 70 წლის იუბილესა და საქართველოში მისი მოღვაწეობის მეოთხედი საუკუნის შესრულებას.