Logo

ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

title

2019 წლის 24 ოქტომბერს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.   

ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

კონფერენციას დაესწრნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, სამედიცინო საზოგადოების და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, დარგის ექსპერტები. 

კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: MICS კვლევის შედეგები,  ტყვიის წყაროების კვლევა, ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის პირველადი შედეგები, ტყვიის კვირეული და ბავშვების ტყვიისადმი ექსპოზიციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შემცირების მულტისექტორული სამოქმედო გეგმა.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია