Logo

დკსჯ ეროვნული ცენტრის პოლიომიელიტის ლაბორატორიას ჯანმოს სრული აკრედიტაცია მიენიჭა

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის პოლიომიელიტის ნაციონალურ ლაბორატორიას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა, ყოველწლიური სააკრედიტაციო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2019 წ. ჯანმოს პოლიომიელიტის ნაციონალური ლაბორატორიის სრული აკრედიტაცია მიანიჭა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ლაბორატორიის პერსონალს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა - ქალბატონმა ჟუჟანა ჯაკაბმა მიულოცა. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის ინიციატივის აქტიური მხარდაჭერისა და აღნიშნული ლაბორატორიის სრული დატვირთვით ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის.
ვულოცავთ პოლიომიელიტის ნაციონალური ლაბორატორიის პერსონალს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!