Posted on:
28.06.2021
title
აქტიური მოლაპარაკებების შედეგად საქართველომ "სინოფარმის" და "სინოვაკის" 1 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 1 მილიონი დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოვიდა.
ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია ამცრელი ბრიგადები.
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს.
ჩინური წარმოების ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული.