Logo

ვიზიტი ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) სათავო ოფისში 04.11.2016

title

2016 წლის 4 ნოემბერს, ლონდონში, ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) სათავო ოფისს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში  - ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი - ბატონი ამირან გამყრელიძე და სკრინინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი- ბატონი რემა ღვამიჩავა. 

BMJ-ის და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოში კლინიცისტებისთვის ახლადდანერგილი ელექტრონული პლატფორმის პროექტი, რომლის კოორდინირებას ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად და რომლის ერთ-ერთი მიზანია უწყვეტი სამედიცინო განათლების / პროფესიული მზადების შემდგომი განვითარება. 

პარტნიორებმა აგრეთვე დასახეს  ერთობლივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების გზები და შესაძლებლობები.