უწყებების ხელმძღვანელების განცხადებით, დღეის მდგომარეობით პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებს 800 კოლოფი "ტამიფლუ" გადაეცათ და აღნიშნული მედიკამენტები უფასოდ გაიცემა. ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ორსულების გარდა , ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეები იღებენ. რაც შეეხება პირბადეების დეფიციტს , ის აფთიაქებში რამდენიმე საათში აღმოიფხვრა.