Logo

ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) საპრეზენტაციო ტური საქართველოს კლინიკური მედიცინის სპეციალისტებისთვის

title

 

(თბილისი-ქუთაისი; 9-10 ოქტომბერი) 

(თითოეული კლინიცისტისთვის - უფასო რეგისტრაცია; უფასო ხელმისაწვდომობა BMJ-ის სასწავლო და კლინიკური გადაწყვეტილებების ხელშემწყობ მოდულებზე; უფასო სერთიფიკატი) 

2016 წლის აგვისტოდან ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან - BMJ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაიწყო ელექტრონულ პლატფორმაზე დაფუძნებული დისტაციური სწავლების პროექტი კლინიცისტებისათვის. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს 3 წლიან პილოტურ ინიციატივას, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) და მიმდინარეობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კოორდინირებითა და ხელშეწყობით.  

British Medical Journal (BMJ) – არის უძველესი გამოცემა, რომლის დაარსების ისტორია 170 წელზე მეტს ითვლის და ამჟამად წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად ციტირებად ჟურნალს მედიცინაში. BMJ აქვეყნებს 60-ზე მეტ ჟურნალს, რომელთაგან ზოგიერთი თავის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია. 

ყოველწლიურად 23.2 მილიონზე მეტი ინდივიდუალური მომხმარებელი სარგებლობს BMJ ელექტრონული ჟურნალებით და ჯამში იღებს გვერდების 66.3 მილიონ ნახვას.

სამედიცინო განათლების და დაავადებებზე ინფორმაციის უსწრაფესად განახლების ეპოქაში ექიმებსა და სხვა სამედიცინო პროფილის სპეციალისტებს უჭირთ ფეხდაფეხ მიყვნენ ინფორმაციის მოპოვებას. სალექციო კურსებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე დასწრება დროისა და ფინანსური ხარჯის თვალსაზრისით არაეფექტიანია. გამოსავალი კი სწავლების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაშია. ეს გახლავთ ელექტრონულად განათლების მიღება და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მაქსიმალური ელექტრონული მხარდაჭერა დროის დაზოგვისა და ადგილის შეცვლის გარეშე.  

აღნიშნული პროექტი გულისხმობს ხელმისაწვდომობას BMJ-ის ყველაზე მსხვილ საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებთან, როგორიც არის: BMJ Learning  და BMJ Best Practice, რომლებიც მოიცავენ მწვავე და ქრონიკულ დაავადებებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამედიცინო შემთხვევებზე ინფორმაციას და მის საფუძველზე კლინიკური გადაწყვეტილებების ინსტრუმენტებს. მომხმარებელს საშუალება ექნება ადგილზევე აწარმოოს მიღებული ინფორმაციის ჩანაწერები პირად პორტფელში, რაც ხელს შეუწყობს მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. 

BMJ-ის პილოტური პროექტის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, BMJ-ის პლატფორმაში დარეგისტრირებულია უკვე 1200-ზე მეტი ინდივიდუალური მომხმარებელი და 50-ზე მეტი კლინიკა საქართველოს მასშტაბით; პარალელურად მიმდინარეობს ქართულენოვანი პლატფორმის დანერგვა, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოსთვის კლინიცისტებს შესთავაზებს 400-მდე თარგმნილ მოდულებს. 

ა.წ. 9-10 ოქტომბერს იგეგმება BMJ-ის პროექტის საპრეზენტაციო ტური თბილისსა და ქუთაისში, სადაც საპრეზენტაციო შეხვედრების სახით BMJ-ის სტრატეგიული პარტნიორული პროგრამების ჯგუფი იწვევს  ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კლინიკების ექიმებს მობრძანდნენ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, გაეცნონ პროექტს, უფასოდ გააქტიურდნენ პორტალზე და გახდნენ BMJ-ის ელექტრონული პლატფორმის ოფიციალური მომხმარებლები. 

შეხვედრები დაგეგმილია: 

9 ოქტომბერი - 15:00 – 18:00

ქ. თბილისი (მის. მ. ასათიანის ქ.9, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მე-2 სართული, დიდი საკონფერენციო დარბაზი) 

10 ოქტომბერი - 15:00 - 18:00

ქ. ქუთაისი (მის. ჯავახიშვილის ქ. 85ა, ევექსის სასწავლო ცენტრი) 

აღნიშნულ ღონისძიებებზე დასაწრებად, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ: 

ელენე გოძიაშვილს (591 708 197) e.godziashvili@ncdc.ge

ეკატერინე ჩერქეზიშვილს (514 443 113) e.cherkezishvili@bmj.com