Logo

კონტრაცეფციის მსოფლიო დღე

title

26 სექტემბერი საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღინიშნება როგორც კონტრაცეფციის მსოფლიო დღე. 1994 წელს მოსახლეობისა და განვითარების საეთაშორისო კონფერენციაზე დამტკიცდა უფლება, რომელიც ყოველ წყვილს და ინდივიდს აძლევს საშუალებას, პასუხისმგებლობით და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს და როგორი ინტერვალით. ეს უფლება თანხვედრაშია  მდგრადი განვითარების მე-3  მიზნის 7-ე ინდიკატორთან, რაც გულისხმობს 2030 წლისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე უნივერსალურ მოცვას, მათ შორის ოჯახის დაგეგმვის, ინფორმაციისა და განათლების.  ამავე დროს, ეროვნულ სტრატეგიებსა და პროგრამებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების ინტეგრაციას.

კონტრაცეფციის მსოფლიო დღის კამპანიის მისიაა, ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების ამაღლება კონტრაცეფციასა და უსაფრთხო სექსის შესახებ. ამ კამპანიაში ჩართული ადამიანების მიზანია,  დახმარება გაუწიონ თითოეულ მოზარდს, მიიღოს სწორი, გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რათა მსოფლიოში ყოველი ორსულობა იყოს დაგეგმილი.

სამწუხაროდ, საგანგაშო რიცხვები ადასტურებს იმას, რომ COVID-19-ის პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ქალებს და გოგონებს, მსოფლიო მასშტაბით კერძოდ კი, COVID-19-ის პანდემიამ მრავალმხრივ ნეგატიურად იმოქმედა ქალთა კეთილდღეობაზე, მათ შორის კონტრაცეფციის, ოჯახის დაგეგმვასა და გენდერული ძალადობის შემთხვევებზე. შედეგი მოიცავს მილიონობით დაუგეგმავ და არასასურველ ორსულობას, გარდა ამისა, 500 000-ზე მეტი ქალის იძულებით ქორწინებას.