Logo

უწყვეტი პროფესიული განვითარების საკითხებზე შეხვედრა

title

2022 წ. 7-8 მაისს ქ. თელავში გაიმართა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემაში დასაქმებული ადამიანური რესურსის უწყვეტ პროფესიული განვითარების საკითხებზე მომუშავე ტექნიკური ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის წამყვან თემას წარმოაგენდა ქსელში მომუშავე სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლის კომპეტენციების თვითშეფასების კითხვარის შედეგად მიღებული პასუხების ანალიზი და იმ ძლიერი და სუსტი მხარეების ირგვლივ მსჯელობა, რომლებიც გამოვლინდა გამოკითხვის შედეგად. საკუთრივ, პერსონალის მხრიდან აქტიურმა ჩართულობამ ცალსახად გამოხატა მასში მონაწილე თანამშრომლების დიდი სურვილი  პროფესიული განვითარების მიმართ სხვადახვა მიმართულებასა და დარგში.

შეხვედრაზე დაისახა შემდგომი ამოცანები და კონკრეტული ნაბიჯები, რა შეიძლება გაკეთდეს საზჯანდაცვის სისტემის პერსონალის გასაძლიერებლად. ერთ-ერთი აქტივობათაგანია მოკლე-ვადიანი გადამზადებების ინიცირება საქართველოს მასშტაბით.