Logo

C ჰეპატიტის მრჩეველთა ჯგუფის მე-4 შეხვედრა

title

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მე-4 შეხვედრა

2018 წლის 28-30 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „რედისონ“-ში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, გაიმართება საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის (TAG), მეოთხე შეხვედრა, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფს ხელმძღვანელობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების დივიზიონის დირექტორი - პოლ ვეიდლი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ელიმინაციის პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის შესაბამისი სფეროების (უსაფრთხო სისხლი, ზიანის შემცირება, ინფექციური კონტროლი, მკურნალობა, დიაგნოსტიკა და სხვა) ექსპერტები აშშ-ს, ევროპისა და ავსტრალიის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტებიდან.

28 ნოემბერს გამართა სამეცნიერო სიმპოზიუმი, სადაც ქართველი ექსპერტები მრჩეველთა ჯგუფს წარუდგენენ წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგებს, 29-30 ნოემბერს კი განიხილავენ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, შეაფასებენ ჩატარებულ სამუშაოებს, პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელების მდგომარეობას, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს და არსებულ გამოწვევებს. შეიმუშავებენ რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის პროცესის შემდგომი ფაზების შესახებ.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის პერიოდული ჩართულობა, პროგრამის შეფასებითა და შესაბამისი რეკომენდაციებით, საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესის სწორი მიმართულებისა და ახალი პერსპექტივების დასახვის საწინდარია.