Logo

7 ივნისი - სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე

title


2022 წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ეძღვნება უსაფრთხო საკვების მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის [1]


სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, 7 ივნისს აღინიშნება. ამ დღის მიზანია ყურადღება გამახვილდეს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკებისა და პრობლემების პრევენციის, დროული გამოვლენისა და გადაჭრის გზებზე, ადამიანების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.  
წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა „უსაფრთხო საკვები, უკეთესი ჯანმრთელობა“.


უსაფრთხო საკვები ჯანმრთელობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი  ფაქტორია. საფრთხის შემცველმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს მრავალი დაავადება და მდგომარეობა,  მ.შ.  ზრდისა და განვითარების დაქვეითება მიკროელემენტების დეფიციტი, არაგადამდები ან გადამდები დაავადებები,  ფსიქიკური დაავადებები. ყოველწლიურად, მსოფლიოში ათიდან ერთი ადამიანს უვლინდება საკვებთან დაკავშირებული რომელიმე დაავადება.


სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის კამპანია ხაზს უსვამს არსებულის სურსათის უვნებლობის სისტემების გაუმჯობესების აუცილებლობას საკვებით გამოწვეული დაავადებების პრევენციის გზით, უკეთესი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. კამპანია ასევე მოუწოდებს პოლიტიკის შემქმნელებს, მწარმობლებს და ინვესტორებს  უზრუნველყონ და გაზარდონ უსაფრთხო საკვების მდგრადი წარმოება და უტილიზაცია  ჯანმრთელობის შედეგების გაუმჯობესების მიზნით.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით  მოუწოდებს ყველას შეუერთდნენ სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის კამპანიას, რათა მხარი დაუჭირონ  უსაფრთხო საკვები ყველასათვის უზრუნველყოფას.


სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე, ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2018 წელს დააწესა. ჯანმო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ერთობლივად უწყობენ ხელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღნიშვნას წევრ სახელმწიფოებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.

______________________________________



[1] https://www.who.int/news/item/07-03-2022-world-food-safety-day-2022-theme-highlights-the-role-that-safe-nutritional-food-plays-in-ensuring-human-health#:~:text=%C3%8 %C2%A9-,World%20Food%20Safety%20Day%202022%20theme%20highlights%20the%20role%20that,plays%20in%20ensuring%20human%20health&text=World%20Food%20Safety%20Day%20is,risks%20and%20improve%20human%20health.